საქართველოს ადვოკატთა ასოციაცის თავმჯდომარე ასტანაში გამართულ VII სამართლებრივ ფორუმში მონაწილეობს. ფორუმის თემაა: ,,ძლიერი იურიდიული პროფესია-კანონის უზენაესობის საფუძველი“.
დავით ასათიანი ფორუმზე ადვოკატურის მონოპოლიის შესახებ მოხსენებით წარსდგა და ფორუმის მონაწილეებს ქართული გამოცდლება გაუზიარა.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ქართული ადვოკატურის მიღწევებზე, განხორციელებულ ცვლილებებსა და მრავალწლიან გამოცდლებაზე გაამახვილა ყურადღება.
საქართველოს დელეგაციის სახელით საერთაშორისო ფორუმზე ადვოკატთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანმაც ისაუბრა, ამირან გიგუაშვილის მოხსენება იურიდიული დახმარების სერვისს და ამ მიმართულებით ქართულ გამოცდილებას შეეხო.
საერაშორისო სამართლებრივი ფორუმი სამდღიანია და მასში ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის (IBA), ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატისა (BRAK) და სხვადასხვა ქვეყნის ადვოკატთა ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს.