ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ევროკავშირის ელჩს საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.
დავით ასათიანმა ელჩთან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოება ქვეყანას სანდო და ხარისხიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვნად დაეხმარება.
ქართული იურიდიული პროფესიის, ადვოკატურის სახელით დავით ასათიანმა ელჩს მიმართვა გადასცა, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს განაცხადის მხარდასაჭერად, ევროპული საბჭოს სახელზე მომზადდა. დოკუმენტს ხელს აწერს 1000-მდე ადვოკატი.