ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდმარე, დავით ასათიანი იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, დავით სიმონიას შეხვდა. შეხვედრა ადვოკატთა ასოციაციის ახალ შენობაში ჩატარდა.
შეხვედრის ფარგლებში დავით სიმონიამ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს იურიდიული დახმარების სამსახურში მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა, ასევე, სამომავლო, ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს.
დავით სიმონია იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშვნამდე მოადგილის პოზიციას იკავებდა.