ადვოკატთა ასოციაცია, USAID/PROLOG – თან თანამშრომობის ფარგლებში, აცხადებს რეგისტრაციას „ბავშვის უფლებები - სამოქალაქო“ სპეციალიზებულ კურსზე.
დაინტერესებულ ადვოკატებს, რომლებიც მუშაობენ სამოქალაქო სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით, სპეციალიზებულ კურსზე რეგისტრაციას შეძლებენ 14 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე.
კურსის ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები, მონაწილეებს ეცნობებათ რეგისტრაციის დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრს: 2987878
გისურვებთ წარმატებას!