აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერით, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა

19 ოქტომბერი 2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მხარდაჭერითა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ჩართულობით, 17-18 ოქტომბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ადვოკატებისთვის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე „დავების ალტერნატიული გადაწყვეტა (ADR) პრაქტიკოსებისთვის“.

სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა ადვოკატებისთვის დავების ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების შესახებ ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება. პროგრამის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს დავების ალტერნატიული გადაწყვეტის შესაძლებლობები, მათ გამოყენებასთან დაკავშირებული სამართლებრივი და პრაქტიკული საკითხები და პროფესიულ საქმიანობაში აღნიშნული მექანიზმების ეფექტიანად გამოყენების გზები.

კურსში მონაწილეობდნენ რეგისტრირებული ადვოკატები, რომლებიც აშშ-ის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) მიერ შეირჩნენ.

სასწავლო კურსი წარმოადგენდა CLDP-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ადვოკატთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და საქართველოში დავების ალტერნატიული გადაწყვეტის პრაქტიკის განვითარებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი