აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად!

31 აგვისტო 2026

ძვირფასო ადვოკატებო, 
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ინიციატივითა და ადვოკატთა ასოციაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ჩართულობით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იწყებს გასვლითი შემეცნებითი ტურების სერიას - „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“. 

ინიციატივის მიზანია ადვოკატთა პროფესიული ურთიერთობებისა და კონტაქტების გაღრმავება, პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და კოლეგებს შორის არაფორმალურ გარემოში დაახლოებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა.  
პროექტის ფარგლებში, 12 სექტემბერს, შაბათს გასვლითი შემეცნებითი ტური გაიმართება ყაზბეგში, რომელიც ღირსშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად მოიცავს ტრენინგ/შეხვედრას.

ტურს გაუძღვება პროფესიონალი გიდი.

შემეცნებითი ტურის პროგრამა:

08:00 - გავემგზავრებით ავტობუსით, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ბოლოში მდებარე მოედნიდან (ველოსიპედის ქანდაკების ქვემოთ).

გზად პირველი გაჩერება გვექნება თეთრი და შავი არაგვის შესართავთან, სადაც 30 წუთით გავჩერდებით, გადავიღებთ ფოტოებს და დავტკბებით არაგვის ულამაზესი ხედებით.

11:30 - ჩასვლა სტეფანწმინდაში -„რუმს ყაზბეგში“, სადაც დაგვხვდება ყავა/ჩაი და მსუბუქი ხემსი.
12:00 -14:00 - ტრენინგ/შეხვედრა
თემა: „პროფესიული იმიჯის არქიტექტურა და სტრატეგიული კომუნიკაცია კლიენტთან“
ტრენერი: მერი მახარაშვილი
ტრენინგის მონაწილეებს მიენიჭებათ 5 კრედიტი.
14:00 -15:30 - მოვინახულებთ დარიალის ხეობასა და მონასტერს.
გზად გათვალისწინებულია მცირე ხემსი.
15:30 -17:00 - გადავსხდებით ე.წ. „დელიკებში“ და მოვინახულებთ გერგეტის სამებას.
18:00 - გვექნება ვახშამი ფასანაურში.
21:00 - დავიძრებით თბილისისკენ.

შემეცნებითი ტურის ღირებულება შეადგენს 250 ლარს.

რეგისტრაციისა და თანხის ჩარიცხვის ბოლო ვადაა 5 სექტემბერი.

ტურში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ მოქმედ ადვოკატებს.

გაითვალისწინეთ, რომ ადგილების რაოდენობა შეზღუდულია - ტურში მონაწილეობას მიიღებს პირველი 40 რეგისტრირებული მონაწილე.

რეგისტრაციისა და გადახდის დეტალები:

სარეგისტრაციო ფორმა

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი: სს  ბაზისბანკი 
ბანკის კოდი: CBASGE22
მიმღების დასახელება: სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
დანიშნულებაში მიუთითეთ: ყაზბეგი
IBAN: GE16BS0000000004836004

დამატებითი ინფორმაციას დარეგისტრირებულ მონაწილეები პირადად მიიღებენ.

საკონტაქტო პირი: გიორგი ჭოჭუა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი - 568 000 097

გზაში კიდევ უფრო სასიამოვნო და მხიარული გარემოს შესაქმნელად, შეგიძლიათ თან იქონიოთ მუსიკალური საკრავებიც.

გელოდებით პირველ შემეცნებით ტურში „აღმოაჩინე საქართველო GBA-სთან ერთად“!
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი