საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს:
"9 აპრილი არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი, რომელიც ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, რომელიც სამუდამოდ შევიდა საქართველოს ისტორიაში, როგორც ეროვნული ერთიანობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის განსახიერება." - განაცხადა დავით ასათიანმა.