ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს განახლებული შემადგენლობის პირველი სხდომა გაიმართა.
აღმასრულებელი საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა სამომავლო გეგმები და ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო.
ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს ახალი შემადგენლობა 11 დეკემბერს საარჩევნო საერთო კრებამ ფარული კენჭისყრით აირჩია. საბჭოს ახლადარჩეული წევრები ასოციაციის საქმიანობას მომავალი ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებენ.