ასოციაციის წევრთა მოსაზრებების მიღება სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით

18 აგვისტო 2022

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებში შექმნილია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, რომელიც ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესაბამისად „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.

აღნიშნული სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ჩართულია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია. ასოციაციის თავმჯდომარის - დავით ასათიანის ინიციატივით მომზადდა და სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფს წარედგინა ადვოკატთა ასოციაციის მოზარებები სანდო, ხარისხიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.

ადვოკატთა ასოციაციის მიერ წარდგენილ მოსაზრებებსა და სამოქმედო გეგმას შეგიძლიათ გაეცნოთ - ბმულზე.

აღნიშნული საკითხით დაინტერესებულ ასოციაციის წევრებს გთხოვთ, თქვენი კომენტარები ან/და დამატებითი მოსაზრებები წარმოგვიდგინოთ 2022 წლის 2 სექტემბრამდე შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@gba.ge  

გმადლობთ თანამშრომლობისთვის! 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი