ასოციაციის თავმჯდომარე პროფესიული ადაპტაციის კურსის თეორიული ნაწილის მონაწილეებს შეხვდა

5 მაისი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პროფესიული ადაპტაციის კურსის თეორიული ნაწილის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებთან ერთად დეტალურად განიხილა კურსის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილი ძირითადი გამოწვევები და არსებული ხარვეზები, რომლებიც სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით სამომავლოდ იქნება გათვალისწინებული.

ამჟამად პროფესიული ადაპტაციის კურსს მე-15 ნაკადი გადის. სამთვიანი თეორიული ნაწილის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები პრაქტიკულ ეტაპს მენტორ ადვოკატებთან ერთად გაივლიან, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში გაგრძელდება და მიზნად ისახავს პროფესიული უნარებისა და პრაქტიკული გამოცდილების გაღრმავებას.

ასოციაციის თავმჯდომარე მსგავსი სახის შეხვედრებს, სასწავლო პროცესის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად მართავს.
პროფესიული ადაპტაციიის პროგრამის მომდევნო ნაკადზე რეგისტრაცია აგვისტოს ბოლოს გამოცხადდება. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი