ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილი, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროს მრჩეველს, ვლადიმერ შკოლნიკოვს, და საქართველოში ოფისის წარმომადგენელს, ბესარიონ ბოხაშვილს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ადვოკატთა ასოციაციასა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს (UN OHCHR) შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რომლებიც საგანმანათლებლო მიმართულებებს მოიცავს.
ირაკლი ყანდაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას ადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარების პროცესში, განსაკუთრებით პროფესიული სტანდარტების გაძლიერებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოების მიმართულებით.
გაეროს წარმომადგენლებმა ასოციაციის შემდგომი გაძლიერების მიზნით აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.




