ადვოკატთა ასოციაციის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა, მმართველი რგოლის წარმომადგენლებთან და ასოციაციის წევრებთან ერთად, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარები მოინახულა და მათ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულების მხარდაჭერასა და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში მცირე წვლილის შეტანას. შეგახსენებთ, რომ საქველმოქმედო აქტივობაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. მონაწილეთა მიერ შემოწირული თანხა, საჩუქრებთან ერთად, პანსიონატის ბენეფიციარებს გადაეცათ.
ადვოკატთა ასოციაცია სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, წევრების აქტიური ჩართულობით, საქველმოქმედო აქტივობების განხორციელებას მომავალშიც გააგრძელებს.




