ასოციაცია უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს აქციის დროს დაზარალებულ ან დაკავებულ პირებს!

21 ივნისი 2019

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იზიარებს საქართველოს პარლამენტში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან გულწრფელ პროტესტს გვჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება იქნება ერთიანი და სოლიდარული ქართველი ხალხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარის - თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფოს დაცვის საქმეში. ასეთ მნიშვნელოვან დროს, როგორც ხელისფლებას, ისე საზოგადოებას გვმართებს მაქსიმალური წინდახედულობა, რათა ლეგიტიმური პროტესტი არ გასცდეს მშვიდობიან და კანონიერ ფარგლებს.

ადვოკატთა ასოციაციისთვის, ერთ-ერთ უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ადამიანის, ჩვენი მოქალაქეების უფლებები და ამიტომ, ასოციაციაში შეიქმნა ადვოკატთა ჯგუფი, რომელიც უფასო იურიდიულ დახმარებას გაუწევს თითოეულ იმ ადამიანს, ვინც გუშინდელი აქციის დროს დაზარალდა ანდა დააკავეს, რათა ეფექტიანად იქნას უზრუნველყოფილი დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.

აღნიშნული მხარდაჭერის მიღების მიზნით ამოქმედდა ცხელი ხაზი: 555-070-786

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი