ასოციაციის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სამუშაო კვირა კოლეგებთან შეხვედრით დაიწყო. ასოციაციის ოფისში მიღება გაიმართა, რომლის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატებს წინასაახალწლო გარემოში უმასპინძლა.
ახალმა თავმჯდომარემ კოლეგებისგან მილოცვები მიიღო და საქმიანობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე მათი მოსაზრებები მოისმინა.




