ამერიკული მაგისტრის ხარისხი მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება!

29 ივნისი 2026

ამერიკული მაგისტრის ხარისხი მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი ხდება! - ჩიკაგო-კენტის სამაგისტრო პროგრამა ასოციაციის წევრებსა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს ამერიკული სამართლის სკოლაში სწავლას კიდევ უფრო გაზრდილი შეღავათით, კერძოდ (SAL) 20%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს.

აღნიშნულ პროგრამაზე განსაკუთრებული შეღავათების შესახებ ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებს პროგრამის დამფუძნებლები, ქეთევან ჯელაძე და მაია მესხი, ესაუბრნენ.

შეღავათი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლას შორის გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში მოქმედებს და ქართველ იურისტებს შესაძლებლობას აძლევს, სამაგისტრო სწავლება საქართველოში დაიწყონ, ხოლო ერთი ან ორი სემესტრის დასრულების შემდეგ, 2027 წლის იანვარში ან აგვისტოში, სწავლა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლაში 75%-იანი სტიპენდიით გააგრძელონ. 

პროგრამის დასრულების შემდეგ კი კურსდამთავრებულები ისარგებლებენ 12-თვიანი სამუშაო უფლებით (OPT), ასევე დასაქმებისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებით. 

ამერიკული სამართლის სკოლაში მიღება 20 ივლისამდე გრძელდება. 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. ბმულზე.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი