ადვოკატთა საყურადღებოდ!

7 დეკემბერი 2024

2024 წლის 22 დეკემბერს, 12:00 საათზე, სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრება გაიმართება. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU (მისამართი: თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ). კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 11:00 საათზე და გაგრძელდება 12:00 საათამდე.

აქვე გაცნობებთ, რომ ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, განმეორებითი საერთო კრება გაიმართება იმავე დღეს, 2024 წლის 22 დეკემბერს, 13:00 საათზე. განმეორებითი კრება უფლებამოსილია, მიუხედავად დამსწრე წევრთა რაოდენობისა. ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU (მისამართი: ქალაქი თბილისი, წინანდლის ქუჩა N9, მეტრო „300 არაგველის“ მიმდებარედ). განმეორებითი კრების მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 12:10 საათზე და გაგრძელდება 13:00 საათამდე.

 

                                      სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის

                               2024 წლის 22 დეკემბრის საერთო კრების დღის წესრიგი

 

  1. საერთო კრების გახსნა;
  2. ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა;
  3. ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა;
  4. ადვოკატთა ასოციაციის სარევიზიო კომისიის 2024 წლის ანგარიშის წარდგენა;
  5. საერთო კრების შეჯამება/დახურვა.

 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი