ადვოკატთა საყურადღებოდ!

27 აგვისტო 2021

ძვირფასო წევრებო, 


გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქვეყანაში გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტებთან დაკავშირებით დამატებით პრევენციულ ზომებს აწესებს:

  • ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან დამცავი ბარიერის მიღმა შეხვედრისთვის, ადვოკატთა ასოციაციასა და პენიტენციურ სამსახურს შორის გამართული კომუნიკაციის შედეგად, ადვოკატებისთვის არ იქნება სავალდებულო ტესტის პასუხის წარდგენა და ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან ამ ფორმით შეხვედრას ადვოკატები შეძლებენ მხოლოდ ტემპერატურის კონტროლის შემდეგ (თუკი არ დაფიქსირდება ტემპერატურა);
  • რაც შეეხება, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პირისპირ შეხვედრას, ყველა ვიზიტორისთვის სავალდებულო ხდება ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.

აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, ადვოკატთა ასოციაციამ მოლაპარაკებები აწარმოა სხვადასხვა სამედიცინო ცენტრთან, რის შედეგადაც, ასოციაციის ყველა წევრი სამედიცინო ცენტრ - „ციტო“-ში, 30 აგვისტოდან, PCR ტესტის ჩატარებისას ისარგებლებს სპეციალური კორპორაციული ტარიფით და PCR ტესტის ღირებულება 120 ლარის ნაცვლად იქნება 60 ლარი . ადვოკატთა ასოციაციის სახელით მადლობას ვუხდით „ციტო“-ს ხელმძღვანელობას გამოჩენილი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. 
სამედიცინო ცენტრ „ციტო“-ს იმ ფილიალების შესახებ ინფორმაცია, სადაც შესაძლებელია კორპორაციული ტარიფით PCR ტესტის ჩატარება იხილეთ ბმული.

გთხოვთ, გულისხმიერებით მოვეკიდოთ შექმნილ ურთულეს ვითარებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას! 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი