ადვოკატთა საყურადღებოდ

7 აგვისტო 2020

ძვირფასო წევრებო,

როგორც მოგეხსენებათ, აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული "ასოციაციის წევრთა მხარდაჭერის ღონისძიებების გეგმის" ფარგლებში, ასოციაციის იმ წევრებს, რომელთაც ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე შეექმნათ სირთულეები მიმდინარე წლის საწევრო დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით, მიეცათ აღნიშნული დავალიანების 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადების შესაძლებლობა, რომლითაც ასოციაციის 300-მდე წევრმა ისარგებლა.

იმ წევრებს, რომელთაც არ გისარგებლიათ აღნიშნული მხარდაჭერის პროგრამით და გიფიქსირდებათ 2020 წლის საწევრო დავალიანება, გაცნობებთ, რომ უახლოეს პერიოდში, აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება.

შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა და დროულად უზრუნველყოთ საწევრო დავალიანების დაფარვა.

შესაბამისად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული მდგომარეობა და დროულად უზრუნველყოთ საწევრო დავალიანების დაფარვა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი