ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი სესია დასრულდა

30 ივლისი 2021

ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი სესია ჩაატარა. საგამოცდო სესიები 23 ივლისს დაიწყო და 29 ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა. საკვალიფიკაციო გამოცდები კოვიდ რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
გამოცდებში 663 პირი მონაწილეობდა საერთო სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართლის მიმართულებებით. მათ შორის გამოცდა წარმატებით ჩააბარა 166-მა მონაწილემ.

ადვოკატთა ასოციაცია ულოცავს მათ ამ წარმატებას!

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საშემოდგომო ნაკადის რეგისტრაცია სექტემბერში გამოცხადდება.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი