4 ივლისიდან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდების მორიგი, საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელზეც ჩაბარების მსურველი ცხრაასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრიდა.
კორონავირუსით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ადვოკატთა ასოციაციამ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტთან (სეუ) თანამშრომლობით, უზრუნველყო გამოცდების კომფორტულ გარემოში ჩატარება უსაფრთხოების ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით. ამ მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის ადვოკატთა ასოციაცია მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს.
მონაწილეები გამოცდას ელექტრონული პროგრამის მეშვეობით აბარებენ და ტესტირების შედეგს მომენტალურად იგებენ. სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლისა და საერთო სპეციალიზაციის საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში ორჯერ ტარდება. გამოცდის ჩაბარება პროფესიაში შესვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
წარმატებას ვუსურვებთ საკვალიფიკაციო გამოცდების ყველა მონაწილეს!