ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა

23 მაისი 2019

23 მაისს ჰოლიდეი ინში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და USAID-PROLoG - ის თანამშრომლობის ფარგლებში ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის რეფორმის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ადვოკატთა კორპუსის, საქართველოს პარლამენტის, სასამართლოს, პროკურატურის, საგანმანათლებლო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და USAID-კავკასიის დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის კანონის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა რუსუდან ტაბატაძემ გახსნეს.

პრეზენტაცია ეხებოდა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორიცაა: ხარისხიანი მართლმსაჯულების შექმნაში მონაწილეობა, გამოცდაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, გამოცდის სტანდარტის ამაღლება, როგორც ტექნიკური, ასევე შინაარსობრივი კუთხით.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი