ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ჭადრაკის სასახლეში ადვოკატებისთვის ტურნირი ჩატარდა. საჭადრაკო ტურნირში 20-მდე ადვოკატი მონაწილეობდა.
პარტიებს მეთვალყურეობას უწევდა ჭადრაკის ფედერაციის მიერ დანიშნული არბიტრი.
ტურნირის შედეგად 5 მთავარი და 5 სათადარიგო მოთამაშე გამოვლინდა, რომლებიც ადვოკატთა ასოციაციის სახელით 25-26 ნოემბერს კორპორატიულ ჩემპიონატში იასპარეზებენ. ჩემპიონატი თბილისში, ჭადრაკის სასახლეში ჩატარდება და მასში 30-მდე გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
ადვოკატთა ასოციაციის საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან:
ანა მეძმარიაშვილი,
ციალა რატიანი,
უჩა ძიმისტარიშვილი,
გიორგი გვასალია,
დავით ბაღდავაძე,
ხოლო, სათადარიგო ხუთეულში არიან:
წივწივაძე, ინდირა
დავით რუხაძე,
გიორგი გორდულაძე,
ნიკოლოზ კიზირია,
გიორგი ბერიძე,
ადვოკატთა ასოციაციის სახელით ერთი წლის განმავლობაში, სწორედ აღნიშნული შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო ტურნირებში.