21 მაისს USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თანამშრომლებისთვის ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ეფექტური კომუნიკაცია.
ტრენინგი თეორიული და პრაქტიკული კომპონენტისგან შედგებოდა და მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა; კომუნიკაციის ეფექტურობის შემაფერხებელი ფაქტორები; კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების ტექნიკა; დარწმუნების სტრატეგიები და სხვ.
ტრენინგს ექსპერტი - ირინა ბრეგვაძე უძღვებოდა.