ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

12 მარტი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რევაზ ნადარაიას შეხვდა. შეხვედრა ბათუში, საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში რევაზ ნადარაიამ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი საკონსტიტუციო სამართალწარმოების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ასოციაციაში მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები გააცნო. 

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი