ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს არჩილ გორდულაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მიმდინარე საკანონმდებლო აქტუალური საკითხები განიხილეს. კერძოდ, ირაკლი ყანდაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს პოზიცია და ასოციაციის მხრიდან დანახული რისკები გააცნო.
„დავინტერესდი კანონის პროექტის საფუძვლებით და მისი მიღების საჭიროებით. კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან მივიღე ოფიციალური შეთავაზება და ასოციაცია კანონპროექტზე მუშაობის პროცესში ჩაერთვება.
შეხვედრის ფარგლებში კომიტეტის თავმჯდომარეს ჩემი პოზიცია გავუზიარე „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონთან დაკავშირებითაც და შევაჯერეთ აზრი, რომ წარმოდგენილი ცვლილებები არ ზღუდავს ადვოკატის თავისუფალ საქმიანობას და კანონი მასზე არ ვრცელდება. ამაში მოიაზრება ის შემთხვევები, როდესაც ადვოკატი უცხოეთიდან იღებს ჰონორარს კონკრეტული იურიდიული მომსახურების გაწევის მიზნით, რა დროსაც კანონი აღნიშნულ ანაზღაურების არ ათანაბრებს უცხოურ დაფინანსებასთან, რომელიც გრანტების შესახებ კანონით რეგულირდება. ამავე კონტექსტში ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ინდივიდი ადვოკატები დამოუკიდებლები არიან, მათ შორის, პოლიტიკური შეფასებების გამოხატვისას.“ განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.




