ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შეხვდა

29 იანვარი 2026

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძესა და თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა. შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ნინო ქადაგიძემ ირაკლი ყანდაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა მიულოცა და ქართველი ადვოკატების მხრიდან მის მიმართ გამოცხადებული მაღალი ნდობა აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადვოკატის პროფესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და მის როლზე ხარისხიანი და ეფექტიანი მართლსაჯულების უზრუნველყოფის პროცესში. ირაკლი ყანდაშვილმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და მის მოადგილეს ის საკითხები და გამოწვევები გააცნო, რაც ადვოკატთა ეფექტიან და ხარისხიან ყოველდღიურ საქმიანობასთან არის დაკავშირებული.

შეხვედრის დასასრულს მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი