ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებს შეხვდა

20 იანვარი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა და პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებისთვის სასწავლო შესაძლებლობები კიდევ უფრო ფართოვდება! მათ ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლა სასწავლო პროგრამებზე გაზრდილ,  20%-იან ფასდაკლებას სთავაზობს.

აღნიშნული შეთანხმება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ირაკლი ყანდაშვილსა და ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლის დირექტორებს - ქეთევან ჯელაძესა და მაია მესხს შორის შედგა.

ადვოკატთა ასოციაციასა და ჩიკაგო-კენტის ამერიკული სამართლის სკოლას შორის თანამშრომლობა მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. აქამდე შეთანხმება 15%-იან შეღავათს ითვალისწინებდა, რაც ადვოკატებისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესდა. ახალი თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული შეღავათი, ასევე გავრცელდება პროფესიული ადაპტაციის პროგრამის მონაწილეებზე. 
დეტალური ინფორმაცია იხ. https://shorturl.at/gnOME

ამასთანავე, თანამშრომლობის ფარგლებში 28 თებერვალსა და 1 მარტს დაიგეგმა ლექცია ადვოკატებისთვის თემაზე - „საკონსტიტუციო სამართალი“, რომელსაც უცხოელი ექსპერტი გაუძღვება. (სამუშაო ენა ინგლისური) აღნიშნულ ლექციასთან დაკავშირებით ინფორმაცია ასოციაციის საინფორმაციო არხებზე უახლოეს მომავალში განთავსდება. 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის გასაზრდის მიზნით განაგრძობს აქტიურ მუშაობას. ამ მიზნით, ასოციაციის თავმჯდომარე მოლაპარაკებებს აწარმოებს არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი