ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ გერმანიაში დარგობრივი სპეციალიზაციის მიმართულებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

17 სექტემბერი 2024

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად მიუნხენში, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, რომელიც საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის (IRZ) მხარდაჭერით გაიმართა.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები მიუნხენის ადვოკატთა პალატის დარგობრივი სპეციალიზაციის (Fachanwalt) სისტემასა და სპეციფიკას სიღრმისეულად გაეცნენ.    შეხვედრები გაიმართა, მიუნხენის ადვოკატთა პალატის (RAKMunchen) პრეზიდენტთან, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტის (LMU) დირექტორთან, Beck Akademie-ის წარმომადგენლებთან და საადვოკატო ბიურო - BEUKELMANN | MÜLLER | PARTNER Rechtsanwälte mbB პარტნიორებთან.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება და გერმანულ მხარესთან აქტიური თანამშრომლობა საქართველოში ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის წარმატებით დანერგვისა და განხორციელებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციამ, მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტსა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემის დანერგვა 2024 წელს დაიწყო. დარგობრივი სპეციალიზაციის სისტემა ნებაყოფლობითობის პრინციპს ეფუძნება და მიზნად ისახავს სამართლის სხვადასხვა ვიწრო მიმართულებაში ადვოკატებისთვის დარგობრივი კვალიფიკაციის მინიჭებას.  

არანაკლებ ერთწლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ასოციაციის წევრებს, რომლებიც ამა თუ იმ დარგში წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს მიიღებენ მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ სერტიფიკატს და სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსება სპეციალურ რეესტრში ასოციაციის ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის კურსებზე რეგისტრაცია უახლოეს მომავალში გამოცხადდება. 


 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი