ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა

1 ოქტომბერი 2024

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) ურთიერთანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ხუთდღიანი სიღრმისეული ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები და ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგია.

ტრენერთა-ტრენინგში მონაწილეობა იმ ადვოკატებმა მიიღეს, რომლებმაც საბაზისო და შუალედური ტრენინგები გაიარეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში. ტრენერთა-ტრენინგის შედეგად ასოციაციაში შეიქმნა ტრენერთა ჯგუფი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში.

ტრენერთა ტრენინგის კურსს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისხლის სამართლის ადვოკატი - ჯეიმს დუბრეი და კოლორადოს სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლე - გილბერტ რომანი უძღვებოდნენ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი