საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, ადვოკატთა ასოციაციისა და იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებისთვის 4-დღიანი სიღრმისეული ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევები.
ტრენერთა-ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს იმ ადვოკატებმა, რომლებმაც გაიარეს საბაზისო და შუალედური ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა სასამართლო უნარ-ჩვევებში. აღნიშნული ინიციატივის მიზანია ასოციაციაში ტრენერთა ჯგუფის ფორმირება, რომელიც აქტიურად ჩაერთვება ყველა დაინტერესებული ადვოკატის შემდგომი გადამზადების პროცესში.
ტრენერთა ტრენინგის კურსს უძღვებოდნენ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სისხლის სამართლის ადვოკატები ჯორჯიის შტატიდან - ჯეისონ შეფილდი და ენჯი ქოგინსი.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აგრძელებს ადვოკატთა ასოციაციის აქტიურ მხარდაჭერას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით.