განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციაში ტრენინგი ჩატარდა თემაზე: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების მექანიზმები (ადმინისტრაციული საჩივარი და ადმინისტრაციული სარჩელი).
ტრენინგს გიორგი გვენეტაძე უძღვებოდა.
ტრენინგის ფარგლებში ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა:
- ადმინისტრაციული წარმოების ზოგადი დებულებები;
- ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;
- ადმინისტრაციულ სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ძალადაკარგულად გამოცხადების, არარად აღიარების ან ქმედების განხორციელების მოთხოვნით.
ტრენინგში ადვოკატთა ასოციაციის წევრები წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე მონაწილეობდნენ.