გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით 20-21 მარტს ადვოკატთა ასოციაციაში სემინარი ჩატარდა თემაზე: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები და გასაჩივრების მექანიზმები“.
ორდღიან სემინარს ექსპერტები: ლევან მესხორაძე, ირაკლი ყანდაშვილი და კოტე კორკელია უძღვებოდნენ.
სემინარის ფარგლებში მომხსენებლებმა ადვოკატებთან ერთად ისეთი თემები განიხილეს როგორებიცაა:
- ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმები (გაერო და ევროპის საბჭო).
- განაცხადის დასაშვებობა და საქმის განხილვის წესები და პროცედურები ევროპული სასამართლოს წინაშე.
- მედიაცია - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი, ადვოკატის როლი მედიაციაში და სხვა აქტუალური საკითხები.