ადვოკატის პროფესიული უფლებების დაცვის ქვემო ქართლის რეგიონული კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ფორუმი ჩატარდა თემაზე - „რეგიონული გამოწვევები სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესუალურ საკითხებში და ადვოკატთა ჩართულობა მედიაციის პროცესში“.
ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის პროცესში არსებულ რეგიონულ გამოწვევებზე, პრაქტიკაში გამოვლენილ პრობლემურ საკითხებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, განხილული იყო მედიაციის პროცესში ადვოკატთა ჩართულობის მნიშვნელობა, არსებული გამოცდილება და ამ მიმართულებით პროფესიის განვითარების შესაძლებლობები.
ფორუმში მონაწილეობდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სხვადასხვა კომიტეტის წევრები თბილისიდან და რეგიონებიდან, ასევე მედიატორთა ასოციაციის წარმომადგენლები.
ფორუმი მიზნახ ისახავდა პროფესიაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას, პრაქტიკული პრობლემების განხილვასა და მათი გადაჭრის ეფექტიანი გზების შემუშავებას.




