ადვოკატთა ასოციაციაში პროფესიული ადაპტაციის პროგრამის პირველი ეტაპის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

26 ივნისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამის თეორიული კურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 150-მდე მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

სერტიფიკატები პროგრამის მონაწილეებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა გადასცა და პროგრამის მომდევნო, პრაქტიკულ ეტაპზე წარმატება უსურვა. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ პროფესიული ადაპტაციის პროგრამის ტრენერები.

პროფესიული ადაპტაციის პროგრამას ის იურისტები გადიან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა. კურსი ორ ეტაპს, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს. თეორიული კურსის დასრულების შემდეგ პროგრამის მონაწილეები მენტორ ადვოკატთან 9-თვიან სტაჟირებას გაივლიან. ხოლო, პროგრამის ყველა ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებას შეძლებენ და სრულფასოვნად ჩაერთვებიან ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში.

ადვოკატთა პროფესიული ადაპტაციის პროგრამა მიზნად ისახავს მომავალი ადვოკატების პროფესიული ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული უნარებისა და მაღალი ეთიკური სტანდარტების განვითარებას.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი