ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულმა 200-ზე მეტმა ადვოკატმა პროფესიული ფიცი დადო

11 ნოემბერი 2026

ადვოკატის დღისადმი მძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ადვოკატთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. პროფესიული ფიცი ადაპტაციის პროგრამის 200 - ზე მეტმა კურსდამთავრებულმა დადო.

ასოციაციაში გასაწევრიანებლად მათ პირველ ეტაპზე ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბარეს, ხოლო შემდეგ პროფესიული ადაპტაციის ერთწლიანი პროგრამა გაიარეს, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა.

ახლად გაწევრიანებულ ადვოკატებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა ადვოკატის პროფესიაში შესვლა მიულოცა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეგახსენებთ, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ფორმირების საკანონმდებლო პროცესი 2001 წელს დაიწყო, ხოლო 2005 წელს ორგანიზაცია დაფუძნდა, როგორც წევრობაზე დაფუძნებული საჯარო სამართლის კორპორაცია. 8 ნოემბერი კი ადვოკატის პროფესიულ დღედ გამოცხადდა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი