ამერიკის სოლიდარობის ცენტრის საქართველოს პროგრამის დირექტორ - სტანისლავ ჩიენიუჩთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა - გიორგი ჭეხანმა მიმოიხილა ის აქტივობები, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია შრომის სამართლის სფეროს შემდგომი განვითარებისთვის ახორციელებს.
მხარეებმა შრომით სამართლებრივ საკითხებთან და შრომითი უფლებების გაუმჯობესების ხელშეწყობასთან დაკაშირებით მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს და ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის მიერ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მხარდაჭერაზე შეთანხმდნენ.