საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: ეფექტური და ეთიკური კომუნიკაცია საზოგადოებასა და მედიასთან.
შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჰერბ ბოუმენმა.
ტრენინგს მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ამერიკელი ექსპერტი, პროფესორი - ჯეისონ დესანტო უძღვებოდა.