ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატებისთვის ტრენინგი ჩატარდა თემაზე: საზოგადოებაზე ორიენტირებული მართლმსაჯულების განხორციელება განქორწინებისა და მამობის დადგენის საქმეებზე.
სამუშაო შეხვედრაზე მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს როგორებიცაა:
მამობის დადგენა;
ალიმენტის განსაზღვრა და აღსრულება;
ქონების გაყოფა განქორწინების შედეგად;
საოჯახო დავების განხილვა გონივრულ ვადაში
და სხვ.
შეხვედრას ტრენერი-ელენე სიჭინავა უძღვებოდა.