საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ჭეხანმა Mundiavocat World Football Cup for Lawyers-ს დამაარსებელსა და კორპორატიული სპორტის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს პიერ ლუსინჩის უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში პიერ ლუსინჩიმ ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებს, ასოციაციის საფეხბურთო გუნდის წევრებს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და "მასტერ ლიგის" წარმომადგენლებს კორპორატიული სპორტის ორგანიზაციისა და 2024 წელს დაგეგმილ საერთაშორისო ჩემპიონატის Mundiavocat - ის შესახებ ესაუბრა, რომელიც ესპანეთში, კუნძულ მალიორკასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, დუბაიში აპრილსა და დეკემბერში გაიმართება. შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო მომავალში, ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების საკითხს.
საერთაშორისო საფეხბურთო ჩემპიონატი ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ ტარდება და მასში მსოფლიოს 50-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია საერთაშორისო ჩემპიონატს წელს შეუერთდა. საფეხბურთო გუნდმა საფრანგეთში, სენ ტროპეში გამართულ ტურნირებში მიიღო მონაწილეობა.