ადვოკატთა ასოციაციასა და ,,მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

27 მაისი 2022

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და სამართლის მულტიფუნქციური განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრ ,,მართლმსაჯულების სახლს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა და „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, ეკა ბესელიამ მოაწერეს ხელი. 

თანამშრომლობის ფარგლებში ასოციაციისა და „მართლმსაჯულების სახლის“ ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებები, სამუშაო შეხვედრები, სემინარები და კონფერენციები ჩატარდება. ასევე, მემორანდუმის ფარგლებში გამოიცემა ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოები და პუბლიკაციები. 

აღნიშნული თანამშრომლობა საქართველოში იურიდიული პროფესიის განვითარებას შეუწყობს ხელს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი