ადვოკატთა ასოციაციამ ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე საინფორმაციო შეხვედრა გამართა

22 ოქტომბერი 2026

ადვოკატთა განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში ადვოკატებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა თემაზე: „საკანონმდებლო სიახლეები ფიზიკური პირის ქონების გადასახადთან დაკავშირებით“.

შეხვედრაზე განიხილეს ქონების გადასახადით დაბეგვრის ახალი წესები და ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, 1 ნოემბრიდან ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის განსხვავებული წესი ამოქმედდება.
შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა და მასში ონლაინ რეჟიმში 50-ზე მეტი ადვოკატი მონაწილეობდა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა. შეხვედრას უძღვებოდა ექსპერტი ზურაბ ძნელაშვილი.

„საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ წევრებმა საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია დროულად და სრულყოფილად მიიღონ. აღნიშნული ცვლილებები აქტუალურია როგორც თავად ადვოკატებისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის, რადგან მათ ხშირად უწევთ ქონების გადასახადთან დაკავშირებული საკითხების პრაქტიკაში გადაწყვეტა და კლიენტებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა. სწორედ ამიტომ, ასოციაციამ ცვლილებებზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და წევრებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რაც მათ სიახლეების უკეთ გააზრებასა და პრაქტიკაში სწორად გამოყენებაში დაეხმარება“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი