ადვოკატთა ასოციაციამ სამოქალაქო განათლების ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ "პრომეთეს" უფროსკლასელებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა ასოციაციის ახალი შენობა დაათვალიერეს და მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი სტუმრებს ადვოკატის პროფესიის შესახებ ესაუბრა და მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხა.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებისთვის ქართული ადვოკატურის ისტორიის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენებაც გაიმართა.