ადვოკატთა ასოციაციამ თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები ჩაატარა

15 დეკემბერი 2025

ადვოკატთა ასოციაციამ თავმჯდომარისა და მმართველი ორგანოების არჩევნები ჩაატარა. კენჭისყრის შედეგად არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის ახალი შემადგენლობა, ხოლო თავმჯდომარის ასარჩევად მეორე ტური ორი კვირის ვადაში გაიმართება, რომელშიც თავმჯდომარეობის ორი კანდიდატი ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი და ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი მიიღებენ მონაწილეობას. 

ადვოკატთა ასოციაციის არჩევნებში სულ 126 კანდიდატი მონაწილეობდა, მათ შორის 6 თავმჯდომარეობის პოზიციაზე იყრიდა კენჭს. 

ადვოკატთა ასოციაციამ არჩევნები მაქსიმალური გამჭვირვალობით სრულად ელექტრონულად, აპარატების გამოყენებით ჩაატარა. საარჩევნო პროცესს თავმჯდომარეობის კანდიდატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების 46 დამკვირვებელი აკვირდებოდა.

თავმჯდომარეობის კანდიდატთა ბულეტენების (მიღებული ხმების) ხელით გადათვლა, საერთო კრებაზე არჩეულმა 15 ადვოკატისგან შედგარმა, ხმის დამთვლელმა კომისიამ განახორციელა, რითაც დამოწმდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგები, საერთო კრების რეგლამენტის შესაბამისად.  

არჩევნების პროცესის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია რაიმე დარღვევას და არ დაფიქსირებულა არცერთი საჩვარი. 

საერთო ჯამში არჩევნებში ასოციაციის 2752-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა.

თავმჯდომარეობის კანდიდატთა ხმები კი ასე გადანაწილდა:
ირაკლი ყანდაშილი 1269 ხმა. 
ირაკლი ჩომახაშვილი 1106 ხმა.
მუხრან ღურწკაია 301 ხმა.
გიორგი მარიამიძე 8 ხმა.
მანუჩარ ჭუმბურიძე 8 ხმა. 
ნიკოლოზ კვანტრიშვილი 7 ხმა.

იხილეთ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის ახლად არჩეული შემადგენლობა.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი