ადვოკატთა ასოციაციამ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან მემორანდუმი გააფორმა

4 მაისი 2026

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი ყანდაშვილმა და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, დავით ონოფრიშვილმა. 

მემორანდუმს ხელი მოეწერა დაზღვევის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე რომელიც საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ორგანიზებით დაზღვევის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.

მემორანდუმი ითვალისწინებს  ადვოკატთა პროფესიული ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლებას დაზღვევის სამართლის მიმართულებით. ერთობლივი საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების დაგეგმვას, დაზღვევის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის სისტემურ მიწოდებას, პროფესიულ წრეებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაზღვევო სექტორისა და მარეგულირებელი უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი