5 მაისს, კახეთში World Run 2019 გაიმართება. საქველმოქმედო მარათონს დამოუკიდებელი ადვოკატურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაც უერთდება.
ასოციაციის წევრ ნებისმიერ ადვოკატს შეუძლია მომართოს ასოციაციას და ჩვენ გავუწევთ ორგანიზებას მათ რეგისტრაციასა და მარათონში ჩართვას.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, კონკურსში მონაწილეობის, ატრიბუტიკისა და ტრანსპორტირების ღირებულება (50 ლარი) 20 აპრილის ჩათვლით გადმორიცხოთ ანგარიშზე:
ანგარიშის ნომერი: GE06TB7339136010100053
მიმღები: მედეა გამდლიშვილი
ადვოკატთა ასოციაცია მარათონში მონაწილე თითოეულ ადვოკატს გადასცემს სპეციალურ ბრენდირებულ მაისურს ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილის სიმბოლიკით! წარმატებული მარათონელები კი ასოციაციისგან განსაკუთრებულ პრიზებს მიიღებენ.
✊ #ერთადვირბინოთ
კითხვების გაჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 577900128