სოფიო ჩაჩავა
ეთიკის კომისიის წევრი
2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით სოფიო ჩაჩავა ეთიკის კომისიის საზოგადოებრივ წევრად აირჩიეს.
სამართლის დოქტორი (PhD), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი და პროფესორი (NVU), იურიდიული ეთიკის მიმართულების დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პრაქტიკული უნარჩვევების ცენტრის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი (NVU).
როგორც პროფსიული ეთიკის მიმართულების ხელმძღვანელი მისი თანამონაწილეობითა და ინიციატივით ამ მიმართულებით გაიმართა არაერთი კონფერენცია, ჩატარდა კვლევა, დაფუძნდა ეთიკის მიმართულების კლინიკა და სტუდენტური შეჯიბრი https://newvision.ge/en/projects/legal-ethics-chair/activities.
სოფიო არის საქართველოს მედიატორთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი მეორე ვადით, პრაქტიკოსი მედიატორი 2012 წლიდან, კომპანია „რიზოლვის“ დამფუძნებელი პარტნიორი. არის კონფლიქტების მოგვარების ფრანკ ევანს ცენტრის (STCL) სერტიფიცირებული მედიატორი და CEDR-ის მიერ აკრედიტებული პრაქტიკოსი მედიატორი და ევროპის საბჭოს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი მედიაციაში.
არის სერტიფიცირებული ტრენერი (ТОТ) მედიაციასა და მოლაპარაკების უნარებში, სამართლის სწავლებაში. შემუშავებული და ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგკურსი/პროგრამა მედიაციას, მოლაპარაკებასა და ეფექტიან კომუნიკაციებში სამსახურებრივ გარემოში, სამართლებრივ წერაში, როგორც საქართველოში, ასევე გერმანიას, ბელგიას, უკრაინასა და სომხეთის რესპუბლიკაში (მათ შორის UNDP, GIZ, Council of Europe, RoLP/USAID ექსპერტის რანგში).
2011-2024 წლებში იყო თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი და თვმჯდომარე ორი ვადით.
სოფიო არის კერძო სამართლის, მედიაციისა და პრაქტიკული უნარჩვევების მიმართულების პროფესორი, ექსპერტი. არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი და რედაქტორი. არის ასევე „საჯარო სამსახურში სამსახურებრივი/შრომითი დავების მართვა და ეფექტიანი გადაწყვეტის“ თაობაზე კვლევის თანაავტორი (UNDP).
არის CELA (ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის ალიანსი) ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული, წევრი. 2022-2023 წლებში იყო MELA ლიდერობის აკადემიის ფასილიტატორი, ხოლო SEALA ლიდერობის აკადემიის სპიკერი და ფასილიტატორი.




