ია გაბედავა

ეთიკის კომისიის წევრი

2025 წლის 14 დეკემბერს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით ია გაბედავა ეთიკის კომისიის წევრად აირჩიეს.

ია გაბედავას კოლეგებმა ნდობა ეთიკის კომისიის წევრობაზე მესამედ გამოუცხადეს, იგი 2013-2017 წლებში საქმიანობდა კომისიის წევრის, ხოლო 2017-2021 წლებში მეხუთე დისციპლინური კოლეგიის თავმჯდომარის სტატუსით. ია გაბედავა 2021-2025 წლებში ასევე იკავებდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის პოზიციას, ადვოკატთა საერთო კრების გადაწყვეტილებით.

ია გაბედავა 1996 წლიდან ახორციელებს საადვოკატო საქმიანობას და არის დიდი გამოცდილების ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით. პროფესიული საქმიანობის კუთხით, ის წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა უფლებების კომისიის წევრს 2012-2013 წლებში, 2017 წლიდან წარმოადგენს ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის წევრს. 2021 წლიდან დღემდე ია გაბედავა  ადვოკატთა სოციალური დაცვის ხელშეწყობის ფონდის კომისიის წევრია.

ია გაბედავა 2020 წლიდან 2026 წლამდე იყო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს წევრი, ხოლო 2025 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკოორდინაციო საბჭოს წევრია.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი