გოგა ხატიაშვილი

ეთიკის კომისიის წევრი

2025 წლის 14 დეკემბრიდან ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით გოგა ხატიაშვილი არის ეთიკის კომისიის წევრი.

სამართლის დოქტორანტი; 2015 წელს წარჩინებით დაამთვარა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ხოლო 2017 წელს, ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა სამართლის მაგისტრის ხარისხი.

2015-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სისხლის სამართლის ანალიტიკოსად, ხოლო 2018-2019 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, შემდგომში კი, 2019-2020 წლებში - ამავე დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი.

იგი არის არაერთი კვლევის, სასამართლო მონიტორინგის ანგარიშის, მონოგრაფიისა თუ სტატიის ავტორი ადამიანის უფლებათა დაცვის, სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აქვს სხვადასხვა საკანონმდებლო პროექტსა თუ რეკომენდაციაზე მუშაობის გამოცდილება. 

ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი მართლმსაჯულების სექტორის წარმომადგენლებისა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა თუ კერძო სექტორის თანამშრომლებისათვის. ეწევა პედაგოგურ საქმიანობას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). 

ამჟამად არის ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის სამართლის სკოლის კურიკულუმის ექსპერტი.
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი