როგორ გავწევრიანდე?

ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც:

►აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

►ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ამ კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

►გავლილი აქვს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული ადაპტაციის პროგრამა, რომელიც 1-წლიანია და შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისაგან.

ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირი განცხადებით მიმართვას ასოციაციას და ასოციაციის აღმასრულებელ საბჭო განაცხადის რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას პირის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. ასოციაციაში გაწევრიანებისთვის პირმა ასოციაციას სავალდებულოდ უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები, ასოციაციის ოფისში მატერიალური სახით წარმოდგენით ან დისტანციურად (იხილეთ "გაწევრიანების ფორმა" ქვემოთ). 

►პირადობის მოწმობის ასლი;
►დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ (ასლი);
►ადვოკატთა ან მოსამართლეთა/პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (სერთიფიკატის ასლი);
►პროფესიული ადაპტაციის პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
►ბიოგრაფია (CV);
►1 ფოტოსურათი 3/4-ზე, CD დისკზე (განაცხადის დისტანციურად გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, ფოტოსურათი JPG ფორმატით, ატვირთოთ შესაბამის ველში);
►ცნობა ნასამართლობის შესახებ;
►საწევრო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი პირი იხდის გაწევრიანების წლის საწევრო გადასახადს ასოციაციის საბანკო რეკვიზიტებზე შემდეგი განრიგით:

►1-ელ მაისამდე გაწევრიანებული პირი იხდის 150 (ას ორმოცდაათ) ლარს;
►1-ლი მაისიდან - 1-ელ სექტემბრამდე გაწევრიანებული პირი იხდის 100 (ას) ლარს;
►1-ლი სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე გაწევრიანებული პირი იხდის 50 (ორმოცდაათ) ლარს.

(განაცხადის ველი შეავსეთ შემდეგი ფორმულირების ტექსტით: გთხოვთ, საქართველოს კანონის „ადვოკატთა შესახებ“ მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, გამაწევრიანოთ სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში).
(განაცხადის ველი შეავსეთ შემდეგი ფორმულირების ტექსტით: ვფიცავ ვიყო სამართლიანობის იდეების ერთგული, კეთილსინდისიერად და პირნათლად შევასრულო ადვოკატის მოვალეობები, დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები).

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ფონდი

ადვოკატები

ადვოკატის პროფილი