თამარ ხუბულური

ეთიკის კომისიის აპარატის უფროსის მოადგილე

თამარ ხუბულური ასოციაციის ეთიკის კომისიის აპარატის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს 2023 წლიდან.
2014-2023 წლებში იკავებდა ეთიკის კომისიის აპარატის უფროსი იურისტის პოზიციას. 2011-2013 წლებში კი მუშაობდა ეთიკის კომისიის აპარატის იურისტის პოზიციაზე.

2004-2008 წლებში თამარი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე. საბაკალავრო პროგრამის განმავლობაში, 2007 წელს თამარმა სტაჟირება გაიარა თბილისის საქალაქო სასამართლოში (6 თვე), ხოლო 2008 წელს ჩართული იყო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის საქმიანობაში ადვოკატის თანაშემწის სტატუსით (1 წელი და 2 თვე). 

2009-2012 წლებში თამარი სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო პროგრამის განმავლობაში, 2009 წელს თამარმა გაიარა სტაჟირება იურიდიულ ფირმაში სპკ ,,ერისთავის იურიდიული ჯგუფი.“ 

2010 წელს თამარი სწავლობდა თურქეთში, ანკარის სახელმწიფო უნივერსიტეტში სავაჭრო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე (შემოდგომის სემესტრი), თურქეთის სახელმწიფო სტიპენდიით.
2012 წელს თამარი სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა აშშ-ში, ვირჯინიის ადვოკატთა ასოციაციაში, USAID-EWMI-JILEP-ის პროექტის ფარგლებში.

ადვოკატთა ასოციაციის განგრძობადი იურდიული განათლების პროგრამის ფარგლებში 2012-2014 წლებში იყო ტრენერი ადვოკატის პროფესიულ ეთიკაში, ხოლო 2016 წლიდან არის ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კლინიკის ხელმძღვანელი, რომელიც შექმნილია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის ბაზაზე USAID-IWMP-PROLoG-ის პროექტის ფინანსური მხარდაჭერით და მიზნად ისახავს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ადვოკატის პროფესიით დაინტერესებული სტუდენტებისთვის ადვოკატის პროფესიული ქცევის სტანდარტების სწავლებას.

2012 წლიდან თამარი არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით; არის პროფესიული გაერთიანებების წევრი; გავლილი აქვს სხვადასხვა პროფესიული ტრეინინგი; ეწევა აკადემიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის სტატუსით და არის პროფესიული ეთიკის მიმართულებით გამოცემების თანაავტორი/ავტორი.

გარდა მშობლიური ენისა, თამარი ფლობს ინგლისურ, თურქულ და რუსულ ენებს. 
 

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი